ჯაყო

ჯაყო
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
რეჟისორი გოჩა კაპანაძე

მხატვარი ლომგულ მურუსიძე
კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი

კომპოზიტორი სანდრო თედიაშვილი
მუსიკის კონსულტანტი დალი დოიჯაშვილი


მონაწილეობენ :
ნიკოლოზ გოგიძე,თამარ გოგიძე,დალი დოიჯაშვილი,გიორგი ელიჯარაშვილი,ნინო ვადაჭკორია,თინათინ კობალაძე,გოგიტა კოხრეიძე,ლელა მახნიაშვილი,ანი მელაძე,ნუცა მესტუმრიშვილი,მამუკა პავლიაშვილი,მადონა ტეხური,ქრისტინე ჩხიკვაძე,ნინო ჩხიკვიშვილი,ვაჟა ციცილოშვილი,რამაზ ხომასურიძე,ანა ხურციძე


სპექტაკლის შესახებ :

 

სპექტაკლში ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის ფონზე  ალეგორიულ-მეტაფორულ ფორმატშია დანახული ჩვენი ყოფა. მოქმედება სამი მთავარი გმირის ირგვლივ ვითარდება. სამივე გმირი კონკრეტული ადამიანიცაა და სიმბოლოც. თეიმურაზი, - განათლებული, არისტოკრატი, ხევისთავთა გვარის უკანასკნელი შთამომავალი, უხეში ძალის  მსხვერპლად იქცა. მას არ შესწევს უნარი, შეებრძოლოს დაპირისპირებულ ძალადობას. მისი მეუღლე, - მარგო ყაფლანიშვილი ასევე არისტოკრატი, უსუსური თეიმურაზის გვერდით უსიცოცხლო არსებად იქცა. გაორებულია მარგოს პიროვნება. მას ორი სხვადასხვა მსახიობი წარმოადგენს,- ახალგაზრდა მარგო და სახეცვლილი მარგო. მოძალადე, უმეცარმა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერმა ჯაყომ მთელი მათი  ქონება მიითვისა და ბოლოს მარგოც კი ძალით დაისაკუთრა...

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2014 წლის 24 სექტემბერს ბათუმში.

სპექტაკლის ხანგრძლივობაა - 90 წუთი

სპექტაკლმა მიიღო 2014 წლის "საუკეთესო თეატრალური ქმნილების" ორი პრიზი:

  1. წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის (რეჟისორი გოჩა კაპანაძე);
  2. სპექტაკლისათვის შექმნილი წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკისათვის (სანდრო თედიაშვილი)

2022 წელს მსახიობმა რამაზ ხომასურიძემ მიიღო საუკეთესო მსახიობის პრიზი ჯაყოს როლის შესრულებისთვის. 

ცხინვალის თეატრი ახალი სპექტაკლით „ჯაყო“ თავის სათქმელს ამბობს
12 მარტი 2026
11 ივნისს, რუსთაველის თეატრში დაიხურა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო თეატრის 138 სეზონი, ერთმოქმედებიანი სპექტაკლით „ჯაყო“, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ ნაწარმოების მიხედვით ახლებურად წარმოადგინა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ.

ვრცლად


„იოლი ფულიდან“ „ჯაყომდე“ „რამიშვილების“ გავლით
12 მარტი 2026

სიახლე, რომელიც გოჩა კაპანაძემ და ცხინვალის თეატრის დასმა შემოგვთავაზა...

ვრცლად


“აგერ, ჯაყოს ვარსკვლავი ცაზედა!”
12 მარტი 2026
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი თეატრალური მაყურებლის ცნობიერებაში ღრმად არის გაანალიზებული მ. ჯავახიშვილის ეს ნაწარმოები და მასში ჯერ კიდევ ცოცხლობს თ. ჩხეიძისეული `ჯაყოს ხიზნების~ თეატრალურ თუ ეკრანულ გმირთა დაუვიწყარი სახეები, რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მისი ხელახალი გააზრებისა და ხელახალი გრძნობადი აღქმისაკენ მოგვიწოდა.

ვრცლად


ორი რეჟისორი ორი ინტერპრეტაცია
12 მარტი 2026
„ჯაყოს“ 1924 წლის სექტემბერ-ოქტობმერში ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა...

ვრცლად


"ჯაყო" გმინვაა ჩვენი სულის...
12 მარტი 2026
არ ვიცი, დადგება ოდესმე საქართველოში დრო, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები" თანადროული არ იქნება?!

ვრცლად