სპექტაკლი შექმნილია თურქი კლასიკოსი მწერლის აჰმეთ მითჰათ ეფენდის რომანის - "შურისძიება ანუ ქართველი ქალის" მიხედვით, ცხინვალის თეატრის 150 წლის საიუბილეოდ. სპექტაკლი ისტორიული ხასიათისაა და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას, საქართველოს რუსეთის გუბერნიად გამოცხადებას და სამეფო ოჯახების გადასახლებას ეხება. ელენე, მეფე გიორგი XII-ს ქალიშვილი, დაიფიცებს, რომ შურს იძიებს საქართველოს მთავარმართებელ პავლე ციციანოვზე, სამეფო ოჯახისა და ქვეყნის ღალატისთვის...
პრემიერა განხორციელდა - 2025 წლის 14-22 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში.