საწუთრო სიზმარივით ილევა

საწუთრო სიზმარივით ილევა
ავტორი ლეილა ალიევა
რეჟისორი გოჩა კაპანაძე

მხატვარი ლომგულ მურუსიძე
კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი

მუსიკალური გაფორმება თეა მარგველაშვილი
თარგმანი მაყვალა გონაშვილი


მონაწილეობენ :
ციალა გიგაური,თამარ გოგიძე,დალი დოიჯაშვილი,მარინა კახიანი,თინათინ კობალაძე,ანა მატუაშვილი,ნანული სარაჯიშვილი,მარინა საღარაძე,მადონა ტეხური,დავით უფლისაშვილი,ნანა ფაჩუაშვილი,მაკა გელაძე (მარინა ჩაჩუა),ქეთი ჩხეიძე,ანა ხურციძე


სპექტაკლის შესახებ :

„ჩემი გატეხვა უნდათ“, ეს არის მეტაფორა, რომელიც რეჟისორ გოჩა კაპანაძისთვის სპექტაკლის ღერძად იქცა. აზერბაიჯანელი ნიჭიერი  პოეტის, ლეილა ალიევას მომაჯადოებელ ლექსები გვიჩვენებენ პოეტის  გამორჩეულ  შეხედულებას სამყაროზე. ისინი  ჰგვანან უცვლელ ყვავილებს, რომლებიც ინარჩუნებენ მწუხარებას, სიყვარულს, ჰაერის სითბოს, წვიმას და სურნელს. სპექტაკლში მონაწილეობენ: ცხინვალის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობთა თეატრების მსახიობები და დამოუკიდებელი ხელოვანები.   

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე.