შურისძიება

შურისძიება
ავტორი აჰმეთ მითჰათ ეფენდი
რეჟისორი გოჩა კაპანაძე

მხატვარი ლომგულ მურუსიძე
კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი


მონაწილეობენ :
ნიკოლოზ გოგიძე,თამარ გოგიძე,დალი დოიჯაშვილი,თინათინ კობალაძე,ლელა მახნიაშვილი,ცოტნე მეტონიძე,გიორგი მთავრიშვილი,მამუკა პავლიაშვილი,მევლუდ სამადალაშვილი,მადონა ტეხური,იური ფოფხაძე,მაკა გელაძე (მარინა ჩაჩუა),ქრისტინე ჩხიკვაძე,ვაჟა ციცილოშვილი,ანა ხურციძე


სპექტაკლის შესახებ :

სპექტაკლი შექმნილია თურქი კლასიკოსი მწერლის აჰმეთ მითჰათ ეფენდის რომანის - "შურისძიება ანუ ქართველი ქალის" მიხედვით, ცხინვალის თეატრის 150 წლის საიუბილეოდ.  სპექტაკლი ისტორიული ხასიათისაა და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას,  საქართველოს რუსეთის გუბერნიად გამოცხადებას  და სამეფო ოჯახების გადასახლებას ეხება. ელენე, მეფე გიორგი XII-ს ქალიშვილი, დაიფიცებს, რომ შურს იძიებს საქართველოს მთავარმართებელ პავლე ციციანოვზე, სამეფო ოჯახისა და ქვეყნის ღალატისთვის...

პრემიერა  განხორციელდა - 2025 წლის 14-22 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში.