ალი და ნინო

ალი და ნინო
ავტორი ყურბან საიდი
რეჟისორი გოჩა კაპანაძე

ინსცენირების ავტორი გოჩა კაპანაძე, მანანა გეგეჭკორი
მხატვარი ლომგულ მურუსიძე

კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი
ქორეოგრაფი ნინო მახათელი

კომპოზიტორი სანდრო თედიაშვილი


მონაწილეობენ :
რევაზ გიორგობიანი,გიორგი ელიჯარაშვილი,ნინო ვადაჭკორია,თინათინ კობალაძე,გოგიტა კოხრეიძე,ლელა მახნიაშვილი,ნუცა მესტუმრიშვილი,ცოტნე მეტონიძე,ანა საბო,რამაზ ხომასურიძე,ცოტნე ხუბუტია,ანა ხურციძე


სპექტაკლის შესახებ :

ქართული თეატრის ისტორიაში პირველად დაიდგა სცენაზე ყურბან საიდის შთამბეჭდავი რომანი „ალი და ნინო“.

იბადება სამყარო...ტკივილით...ტანჯვით. განსხვავებული მსოფლმხედველობის ხალხთა დაპირისპირება იწვევს მის გახლეჩას. ორო სამყარო მუსულმანური და ქრისტიანული მთელი თავისი ტრადიციითა და კულტურით ერთმანეთის პირსპირ დგება. ორივე მათგანი საკუთარ უპირატესობას და სიმართლეს ამტკიცებს. ამ წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში აღმოცენდა მუსლიმი ბიჭის ალი შირვანშირის და მშვენიერი ქართველი ქრისტიანის, ნინო ყიფიანის სიყვარული. ისინი გამოხატავენ ევროპული და აზიური კულტურების ვნებებს სიყვარულისა და სასოწარკვეთის მომენტებში და გვიჩვენებენ რომ მათი სიყვარული ყოველგვარ იდეოლოგიაზე და საუკუნოვან მტრობაზე მაღლა დგას. რელიგიურ და კულტურულ შეუთავსებლობასთან ერთად შეყვარებულებს სხვა უამრავი წინააღმდეგობის გადალახვაც უხდებათ.

ფინალში ბედისწერა დედამიწის ორ სფეროს აერთიანებს სიყვარულის დახმარებით, რადგან სამყარო ერთი მთლიანობაა და მისი გახლეჩა განსხვავებული რელიგიების მიერ გაანადგურებს ქვეყნიერებას. ბრძენი კაცი, ალის მამა ამბობს: „ყოველი ხალხი ფიქრობს, რომ თავისი ღმერთი ჰყავს და ის არის ერთადერთი ღმერთი. მე კი მჯერა, რომ ჩვენ, ყველა, ერთი ღმერთისგან მოვდივართ და ისევ მასთან ვბრუნდებით. ამიტომ ნურაფერს ჩავიდენთ ისეთს, რაც ოდესმე, სადმე, დედამიწაზე, ვინმეს ზიანს მიაყენებს“.

სპექტაკლი ეძღვნება საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2018 წლის 1 მაისს რუსთაველის თეატრში

სპექტაკლის ხანგრძლივობაა: 120 წუთი, ორ მოქმედებად

ალი და ნინო თამარ ქუთათელაძე
13 მარტი 2026

ვრცლად


ოდა სიყვარულზე ვაჟა ძიგუა - რობაქიძე
13 მარტი 2026

ვრცლად