აზნაურები?!

აზნაურები?!
ავტორი დავით კლდიაშვილი
რეჟისორი გოჩა კაპანაძე

მხატვარი ქეთევან ციციშვილი
მუსიკალური გაფორმება ნანი ნემსიწვერიძის


მონაწილეობენ :
ლია ბერიაშვილი,ციალა გიგაური,თამარ გოგიძე,დალი დოიჯაშვილი,ლელა კეკელაშვილი,თინათინ კობალაძე,ლელა მახნიაშვილი,მამუკა პავლიაშვილი,გიორგი რევაზიშვილი,ნელი სალამაძე,მევლუდ სამადალაშვილი,მამუკა ტაბატაძე,მადონა ტეხური,მაკა გელაძე (მარინა ჩაჩუა),ვაჟა ციცილოშვილი,რამაზ ხომასურიძე,ანა ხურციძე


სპექტაკლის შესახებ :

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2011 წლის 23 თებერვალს, თბილისში.

   აზნაური დარისპან ქარსიძე ოთხი გასათხოვარი ქალის მამაა, რომელსაც აღარ შეუძლია  ქალიშვილების შენახვა, ცდილობს, როგორმე გაათხოვოს ისინი და განთავისუფლდეს მათგან. დარისპანს კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი, კაროჟნა, ნათესავებთან, ნაცნობებთან, ყველგან, სადაც კი ცოლსათხოვი ყმაწვილი კაცი ეგულება. ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა დარისპანი, რომელიც სიამაყეს და უადგილო ტრაბახს მაინც არ იშლის. ყველგან მასავით გაჭირვებული აზნაურები ხვდებიან, რომლებსაც ისევე უჭირთ ქალიშვილების შენახვა და გათხოვება, როგორც დარისპანს. როგორც კი ახალგაზრდა ყმაწვილი გამოჩნდება, ყველა ცდილობს, თავისი ქალიშვილი მოაწონოს და შეაძლიოს მას. ამ დროს ეს თავმომწონე აზნაურები ვერც კი ამჩნევენ, როგორ ტკენენ გულს საკუთარ ქალიშვილებს. დათრგუნული და შერცხვენილი კაროჟნა მამის ყაბალახით ცდილობს თავის ჩამოხრჩობას, მაგრამ მხოლოდ წამიერად...

   თითოეულ პერსონაჟს რამოდენიმე მსახიობი განასახიერებს. სცენაზე ერთ დარისპანს მეორე დარისპანი ცვლის, ერთ მართას – მეორე მართა და ასე შემდეგ.  რამოდენიმე მართა, პელაგია, დარისპანი, კაროჟნა და სხვა პერსონაჟები მიგვანიშნებენ, რომ სპექტაკლში ასახული პრობლემები მხოლოდ ერთი ადამიანის, მხოლოდ ერთი პერსონაჟის პრომლემა არ არის... დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელი უბრალოება და სისადავე, ტრაგიკულისა და კომიკურის მონაცვლეობა, მსუბუქს და ამავდროულად ტკივილიანს ხდის სპექტაკლს.

სპრქტაკლის ხანგრძლივობა: 75 წთ.