სპექტაკლის პრემიერა შედგა 2009 წლის 11 იანვარს, თბილისში.
გუშინწინ, გუშინ, დღეს...
აკაკის ლექსით მოთხრობილი ამბავი
ასე განსაზღვრა რეჟისორმა სპექტაკლის ხერხი და ამისთვის აკაკი წერეთლის მაღალი მოქალაქეობრივი მუხტის მქონე პატრიოტული ლირიკა გამოიყენა. სპექტაკლის გმირთა მონოლოგები, დიალოგები, მასიური სცენები, აკაკის ლექსებზეა აგებული. მძაფრ და ტკივილიან გამოძახილს იძენს სპექტაკლში გაჟღერებული მრავალი სათუთი პატრიოტული ლექსი და განსაკუთრებით ფინალური მონოლოგი:
“ნუ ეხუმრებით ქართულ მიწა–წყალს
და ნუ ადგამთ ბიჯს ზედ წარამარად!”