კვაჭი

კვაჭი
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
რეჟისორი გოჩა კაპანაძე

მხატვარი ლომგულ მურუსიძე
კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი

მუსიკალური გაფორმება გოჩა კაპანაძე, დალი დოიჯაშვილი
ქორეოგრაფი ნინო მახათელი


მონაწილეობენ :
ლია ბერიაშვილი,ციალა გიგაური,რევაზ გიორგობიანი,თამარ გოგიძე,დალი დოიჯაშვილი,გიორგი ელიჯარაშვილი,ნინო ვადაჭკორია,თინათინ კობალაძე,გოგიტა კოხრეიძე,ლელა მახნიაშვილი,ცოტნე მეტონიძე,გიორგი მთავრიშვილი,მამუკა პავლიაშვილი,ლევან საბაშვილი,მევლუდ სამადალაშვილი,მადონა ტეხური,მაკა გელაძე (მარინა ჩაჩუა),ნინო ჩხიკვიშვილი,ვაჟა ციცილოშვილი,თეიმურაზ ძოწენიძე,რამაზ ხომასურიძე,ცოტნე ხუბუ


სპექტაკლის შესახებ :

იმპროვიზაციები მიხეილ ჯავახიშვილის რომანის  "კვაჭი კვაჭანტირაძის" მიხედვით

სპექტაკლი იწყება კვაჭი კვაჭანტირაძის დაბადებით.  კვაჭის დაბადებისას ჩნდებიან მისი მფარველი ანგელოზი და ეშხა, რომლებიც მუდმივად თან დაყვებიან მას. ახალშობილი კვაჭის პირველი სიტყვა „მე“ მისი ცხოვრების დევიზად იქცა: „მე, ისევ მე, მხოლოდ მე, ჩემი, ჩემთვის, ჩემზე“. კვაჭის ცხოვრებაც სწორედ იმას ეძღვნება, თუ როგორ მიითვისოს სხვისი განძი და ფული, სხვისი დიდება და პატივი. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას გამოავლენს თავის  ავანტურულ სახეს. აქვე გაიცნობს და შეკრებს თანამოზიარეთა ბანდას,  რომელიც სულ თან ახლავს. მათთან ერთად ახორციელებს ყოველგვარ წვრილმან თუ მსხვილმან მაქინაციას. კვაჭი მათი ერთპიროვნული ლიდერია. „არასოდეს, არავინ გაბედოთ ჩემი ჭკუის სწავლება, არავინ...“ _ აფრთხილებს მათ კვაჭი. კვაჭისთვის მასშტაბები არ არსებობს. ყველგან შეუზღუდავად „აიმასქნებს“ საქმეებს: ქუთაისში, ოდესაში, პეტერბურგსა თუ პარიზში...  პეტერბურგში კვაჭი ისეთი გაქნილი ავანტურისტის გაცურებასაც კი ახერხებს, როგორიც რასპუტინია. თავდაპირველად, თვალთმაქცობით, მის ნდობას დაიმსახურებს და რასპუტინის პირადი მდივანი და მცველი ხდება. საბოლოოდ კი ლედი ჰარვეის მიერ შეთავაზებული ფულის სანაცვლოდ მის მკვლელობაზეც არ ამბობს უარს. ამის შემდეგ კვაჭი და მისი ხროვა ევროპაში გარბის. მალე საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებს და კვაჭი სამშობლოში ბრუნდება, რომ არეულობით ისარგებლოს... ხალხში ხმებს ავრცელებენ, ვითომდა  კვაჭიმ ევროპის ბანკებში დაგროვილი ორმოცი მილიონი ჩამოიტანა ქვეყნისა და ხალხის გადასარჩენად და ყველაფერი ხალხს უნდა მოახმაროსო. ხალხი ხომ მუდმივად მესიის მოლოდინშია, ამიტომ ადვილად იჯერებს ტყუილ დაპირებებს... თბილისს წითლები უახლოვდებიან... კვაჭი არც ახლა დაბნეულა, საკუთარ საბანს წითელი პირი წააძრო, დროშა გამოჭრა და ისე დახვდა მათ, მაგრამ  ამ ხრიკმა ვეღარ უშველა კვაჭის. ის და მისი მეგობრები საკანში მოხვდნენ და სიკვდილი მიესაჯათ გასამართლების გარეშე... თუმცა კვაჭი სიკვდილსაც უგებს ბრძოლას, რადგან მისი ნიღაბი მარადიულია...

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 135 წთ.  ორ მოქმედებად

პრემიერა შედგა:  2016 წლის 21 დეკემბერს რუსთაველის თეატრში

კვაჭიზმის აღზევება
13 მარტი 2026
რთული იყო მ. ჯავახიშვილის ვრცელი რომანის ერთიან სცენურ ქარგაში მოქცევა...

ვრცლად


მე, ისევ მე, მხოლოდ მე, ჩემი, ჩემთვის, ჩე-`მზე!..~
13 მარტი 2026
ნინო მაჭავარიანი
მოყვარეს პირში უძრახე, მტერს _ პირს უკანო, ნათქვამია. სწორედ დღევანდელი სინამდვილის პირუთვნელი მხატვრული აღქმით და მისი არა ერთი პრობლემის არსში გარკვევის მცდელობით განაგრძო თავისი შემოქმედებითი სვლა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ ცხინვალის თეატრში და ვფიქრობ, ამ გზას სამი სპექტაკლის საფუძველზე ტრილოგია ვუწოდო. ესენია: `აზნაურები?!~ კლდიაშვილისა და `ჯაყო~ და `კვაჭი~ მ.ჯავახიშვილის ნაწარმოებების `ჯაყოს ხიზნებისა~ და `კვაჭი კვაჭანტირაძის~ მიხედვით. სამივე სპექტაკლმა ქართული საზოგადოების `ეროვნული თვითმყობადობის~ ღრმა კრიტიკა დაისახა მიზნად და ამისათვის არც აზნაურების, არც თავადებისა და არც გლეხების სოციალური ფენები დაუნდვია. და რადგან ამ სამეულში ილია ჭავჭავაძის არც ერთი ლიტერატურული გმირი არ ფიგურირებს (თუმც შესაძლებელი იყო ასეც მომხდარიყო), გოჩა კაპანაძისეული, ხალხის მიერ აღზევებული კვაჭი საფინალო ეპიზოდებში ხან ილიასა და ხან აკაკის უკვდავ სტროფებს აჟღერებს

ვრცლად