1921 წელი... თებერვალი... წითელი არმია თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ბოლო მატარებელი გადის თბილისიდან... მთავრობამ დატოვა დედაქალაქი... ყველას უნდა გაქცევა ქვეყნიდან... არისტოკრატიას... ინტელიგენციას... სხვადასხვა პარტიებისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენლებს. ყველა ცდილობს მატარებელში ასვლას, თუმცა მათ არ იციან, სად მიდიან და რა განსაცდელი ელით წინ... ვაგონში პოლიტიკოსები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები გამუდმებით კამათობენ და ერთმანეთს ადანაშაულებენ მომხდარში.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ტკივილი, სიმართლე და სრულიად განსხვავებული აზრი მომხდარზე, მათ აერთიანებთ საერთო გრძნობა, - სამშობლოს სიყვარული და რწმენა, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან...
სპექტაკლის პრემიერა შედგა: 2013 წლის 15 სექტემბერს.