ობოლი ბიჭი, ზურიკელა ვაშალომიძე, გურიის სოფელში ცხოვრობს ოლღა ბებიასთან. მათ განუყრელი მეგობრობა აკავშირებთ ენაკვიმატ, მაგრამ ბრძენ და გულუხვ მეზობლებთან, ილიკოსა და ილარიონთან, რომლებიც ბებიას ბიჭის მოვლაში ეხმარებიან. ომისა და შიმშილის მიუხედავად, ეს ადამიანები არასოდეს კარგავენ იუმორის გრძნობას. იუმორში ხდება ზურიკელას პირველი ლექსის, პირველი სასიყვარულო ბარათის განხილვა, ზურიკელას მომავალი პროფესიის შერჩევის და ქალაქში გაცილების ამბავი. თუმცა იუმორს თან ახლავს დიდი სევდაც... დრო გადის. ზურიკო ინსტიტუტს ამთავრებს თბილისში და თავის სოფელში ბრუნდება...
პრემიერა შედგა - 2012 წლის 10 ოქტომბერს
სპექტაკლის ხანგრძლივობაა: 80 წუთი