მსახიობი ქალი, აიგული, რომელმაც მთელი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა, თეატრალური ინტრიგებისა და უნიჭოთა აღზევების გამო, ტოვებს თეატრს, რომელიც მისთვის მეორე სახლია. მაგრამ რადგან თეატრის გარეშე სუნთქვაც არ შეუძლია, ყველგან თეატრი ელანდება... მისი როლები... მუდმივად თავისი გმირების მოჩვენებებითაა გარშემორტყმული. მოულოდნელად სამხატვრო ხელმძღვანელი მოხსნეს და აიგული დაბრუნდა თეატრში. დაიწყო მსახიობის კარიერის ახალი ეტაპი... ერთ წარმატებულ პრემიერას მეორე მოსდევდა. აიგული ვერ გატეხა ვერც კოლეგათა შურმა და ინტრიგებმა, რომელიც თეატრში კვლავ გრძელდებოდა. ყოველი პრემიერის შემდეგ, იგი კვლავ და კვლავ აჩვენებდა კოლეგებს, თუ ვინა იყო მთავარი მსახიობი... აიგულის რეჟისორმა ქმარმა, იტალიიდან მოწვევა მიიღო და აიგულს შესთავაზა მასთან ერთად წასვლა, უკეთესი ცხოვრებისთვის... ქვეყნიდან ყველა გარბის, მომღერალი, მუსიკოსი, დირიჟორი, რეჟისორი... მსახიობი ქალი კი არასოდეს დატოვებს თავის მაყურებელს, ხალხს, სამშობლოს, ქვეყანას, რადგან მისი სული მხოლოდ ამ ქვეყანაში, მხოლოდ ამ სცენაზეა თავისუფალი... ამ სცენაზე დაიბადა და ამ სცენაზე დახუჭავს თვალს...
პრემიერა შედგა 2022 წლის 15 ოქტომბერს, ყაზახეთის ქალაქ ალმათში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ისაბეკოვის სამყარო“.