ნიკოლოზ წულუკიძის იგავების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი, თავისი ნიღბებით და ალეგორიებით, თანამედროვე, ახალი მეტაფორებით გაჯერებული წარმოდგენაა. მასში მოთხრობილი ამბავი არ ვითარდება რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. „არჩევნების გზით“ მოსული ხელმძღვანელი თავის წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს და ყველა კანონს არღვევს. „სადაც კანონი აღარ კანონობს, ჯუნგლების წესი, - ძალა ბატონობს.“ ხალხი ეჩვევა ასეთ ცხოვრებას, თუმცა მის მოთმინებასაც საზღვარი აქვს და ბოლოს ბუნტს აწყობს. ინიშნება ახალი აჩევნები. მოდის ახალი პრეფექტი... კვლავ შეუსრულებელი დაპირებები... კვლავ დაუსრულებელი ბრძოლა ძალაუფლებისთვის...
პრემიერის თარიღი: 3 აპრილი 2023 წელი