სპექტაკლის პრემიერა შედგა 2011 წლის 10 ივლისს, თბილისში.
ვაჭარი მარტირუზა ოცნებობს ჯადოსნურ უჩინმაჩინის ქუდზე, რომ თავის ახალგაზრდა ცოლს, სუსანას, უთვალთვალოს. ასეთივე სურვილი კლავს მარტირუზას მსახურს, კიკოლის, რომელიც ქალბატონის მოახლე ვარდოზეა შეყვარებული. ამის შესახებ შეიტყობენ მათთან სტუმრად მყოფი ოფიცრები, ივანე და სვიმონი, რომლებზეც ეჭვიანობენ მარტირუზა და კიკოლი, მოწყენილობაში მყოფი ოფიცრები, გართობის მიზნით, გადაწყვეტენ მარტირუზას და კიკოლის გამასხარებას. ფრანგი მოცეკვავე მადმუაზელ ღუღუს დახმარებით ატყუებენ ორივეს. ნამდვილი უჩინმაჩინის ქუდის სანაცვლოდ ჩვეულებრივს ჩუქნიან. გაბრიყვებულ ბატონსა და მსახურს თავი უჩინარი ჰგონიათ, ოფიცრები კი ამით ხალისობენ. ფინალში ყველაფერი ირკვევა. გაწბილებული მარტირუზა კვლავ ჯადოსნური უჩინმაჩინის ქუდის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობს...