ცხინვალის თეატრი გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში (ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში)

ცხინვალის თეატრი გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში (ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში)
3 აპრილი 2020

Badisches Staatstheater Karlsruhe-ს სცენაზე, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, 20 ოქტომბერს, ცხინვალის  თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მატარებელი“, რეჟისორი - გოჩა კაპანაძე. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლს ესწრებოდნენ მიუნხენის გალის თეატრის წარმომადგენლები. ასეთია მათი შეფასება სპექტაკმლის შესახებ:

"გრანდიოზული წარმოდგენა!!! შთამბეჭდავად ინსცენირებული. მსახიობების გასაოცარმა ექსპრესიამ, საშუალება მისცა მაყურებელს, ემოგზაურა მათთან ერთად და გამხდარიყო ამ ისტორიის თანამგზავრი. განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა სპეკტაკლის დასასრული, რომელიც აწმყოს ასე კარგად ასახავს. ამ სპექტაკლმა ნათლად დაგვანახა საქართველოს ისტორიის ნაწილი. შთამბეჭდავი სასცენო დეკორაცია და კრეატიული კოსტუმები განსაკუთრებული ესთეტიური სიამოვნების წყარო აღმოჩდა. საბოლოოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას: უღრმესი მადლობა ამ შესანიშნავი საღამოსთვის, რომელმაც კიდევ დიდი ხანი შთაბეჭდილების ქვეშ გვამყოფა."

Claudia Kaviani u. Monika Kleine

"ამ დინამიურ სპექტაკლში რეჟისორი ოსტატურად ახერხებს მაყურებლის ჩაბმას ადამიანური ემოციების ჯაჭვში და ამით საშუალებას აძლევს გახდეს ნაწილი ამ მრავალფეროვანი ემოციური პალიტრისა. ერთი ისტორიის მაგალითი საწყისია იმ სივრცისა, რომელიც ადამინის მამოძრავებელი ძალის მრავალ ასპექტს მეტად მისაწვდომს და წარმოსადგენს ხდის ჩვენთვის. ვინ არის დამნაშავე სამშობლოს ოკუპაციაში? სწორედ ეს პრობლემაა ცენრალური თემა რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლილსსა: ,,მატარებელი”. მიუხედავად განსხვავებული ბედისწერისა, ყოველ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს სამშობლოს სიყვარული და იმ დღეზე ოცნება, როდესაც ისინი კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ მიწას. მომავალი იდუმალია. სპექტაკლის პოზიტიურმა დასასრულმა შემახსენა, რომ გმირები, თამარ და ლუკა, ჩვენთან არიან და რომ ჩვენ სიყვარულის ძალით საზღვრების გადალახვას შევძლებთ."

Galli Theater & Traiining Center München- Amalienpassage Helena George, Intendantin