ცხინვალის თეატრი თურქეთის ქალაქ სიდეში (საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე)

ცხინვალის თეატრი თურქეთის ქალაქ სიდეში (საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე)
12 მარტი 2020

 

ცხინვალის თეატრი,  2016 წლის 21 მაისს, სპექტაკლით „ჯაყო“ წარდგა, სიდეს ( თურქეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ ამერიკის, იტალიის, პოლონეთის, გერმანიის, თურქეთისა და საქართველოს თეატრალური კოლექტივები. სპექტაკლი „ჯაყო“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.  თეატრის უხუცესი მსახიობი ნელი სალამაძე და თეატრის დირექტორი ზაალ თედიაშვილი დაჯილდოვდნენ პრიზებით,  ფესტივალის აქტიური პარტნიორობისთვის.  სპექტაკლის რეჟისორს,  გოჩა კაპანაძეს  კი ჟიურის თავმჯდომარემ,  ქალბატონმა შტეფანი ლუკნერმა განსაკუთრებული პრიზი გადასცა.