ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ცხინვალის ქართული თეატრის ფესვები დაკავშირებულია გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, შექსპირის კონგენიალური მთარგმნელის ივანე მაჩაბლის სახელთან. 1875 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტდამთავრებული ივანე მაჩაბელი, ცხინვალში ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული ადგილობრივი სცენისმოყვარეთა წარმოდგენის მოთავე იყო.