ანა ხურციძე

ანა ხურციძე მსახიობი

ანა ხურციძე დაიბადა 1978 წლის 27 სექტემბერს. 2000 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.

2000 წლიდან დღემდე მუშაობს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო  დრამატულ თეატრში მსახიობად.

ცხინვალის თეატრში განხორციელებული როლები:

დედოფალი ოქტავია ნერვა - ო. ჭილაძე „წათეს წითელი წაღები“, რეჟ. დ. კობახიძე

პეპი - ალ. ქოქრაშვილი „საახალწლო ზღაპარი“, რეჟ. გ. გაბილაია

აშა - ირ. სამსონაძე „ხილვები გზაგასაყართან“, რეჟ. ალ. ქანთარია

ლია - ე. თედიაშვილი „ანტრაქტი“, რეჟ. მ. ასლამაზიშვილი

სანიტარი - ფ. არაბალი „სადილი ქალაქგარეთ“, რეჟ. გ. ოსეფაშვილი

სარძლო - ნ. ლორთქიფანიძე „გუშინწინ, გუშინ, დღეს“ (აკაკის მიხ.),  რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე

პატარა ქალბატონი - ოს. უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე

ლონდა - რ. მამულაშვილი „მერხებზე ანგელოზები სხედან“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი

მადამ ღუღუ - გ. ერისთავი „უჩინმაჩინის ქუდი“, რეჟ. გ. კაპანაძე

მართა, კაროჟნა - დ. კლდიაშვილი „აზნაურები?!“, რეჟ. გ. კაპანაძე

მაშიკო, დეიდა მართა - ნ. დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რეჟ. გ. კაპანაძე

თამარი  - დ. ტურაშვილი „მატარებელი“, რეჟ. გ. კაპანაძე

მარიანა - ევ. შვარცი „კონკია“, რეჟ. ლ. გოგნიაშვილი

ყაჩაღების მეთაური - ევ. შვარცი „თოვლის დედოფალი“, რეჟ. ლ. თაბაგარი

ცვირი - მ. ჯავახიშვილი „კვაჭი“, რეჟ. გ. კაპანაძე

ნინოს დედა - ყ. საიდი "ალი და ნინო", რეჟ. გ. კაპანაძე

      - ნ. წულუკიე "სამხეცე!", რეჟ. გ. კაპანაძე

      - ლ. ალიევა "საწუთრო სიზმარივით ილევა", რეჟ. გ. კაპანაძე

მარო - "მარო მაყაშვილის დღიური". რეჟ. გ. კაპანაძე

სირანუში - ა.მ. ეფენდი "შურისძიება", რეჟ. გ. კაპანაძე

ჯილდოები:

2017 წ. -  ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელობის სიგელი

2025 წ.  - სოფიკო ჭიაურელის სახელობის სიგელი