გოგიტა კოხრეიძე დაიბადა 1991 წლის 19 იანვარს. 2012 წელს დაამთავრა თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინო აკადემიის ფაკულტეტი.
2014 წლიდან დღემდე მუშაობს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად.
ცხინვალის თეატრში განხორციელებული როლები:
ოსი - მ. ჯავახიშვილი „ჯაყო“, რეჟ. გ. კაპანაძე
ბალთაზარი - შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“, რეჟ. გ. სავანელი
გაბო - მ. ჯავახიშვილი „კვაჭი“, რეჟ. გ. კაპანაძე
ქერიმი - ყ. საიდი „ალი და ნინო“, რეჟ. გ. კაპანაძე.