მადონა ტეხური დაიბადა 1997 წლის 3 მაისს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.
1999 წლიდან დღემდე მუშაობს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში მსახიობად.
ცხინვალის თეატრში განხორციელებული როლები:
მარგო - ი. იოსელიანი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
კვირისტინე - თ. აბულაშვილი „დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში“, რეჟ გ. შალუტაშვილი
აგათია - ი. სამსონაძე „ხილვები გზაგასაყართან“, რეჟ. ალ. ქანთარია
მზია - გ. ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
ანკა - ე. თედიაშვილი „ანტრაქტი“, რეჟ. მ. ასლამაზიშვილი
ბურატინო, პეპი - ალ. ქოქრაშვილი „საახალწლო ზღაპარი“, რეჟ. გ. გაბილაია
სატრფო - ნ. ლორთქიფანიძე „გუშინწინ, გუშინ, დღეს“ (აკაკის მიხ.), რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე
ანჰელინა სალდანია - ალ. კასონა „მესამე სიტყვა“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე
გოგო - ოს. უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე
ანა მასწავლებელი - რ. მამულაშვილი „მერხებზე ანგელოზები სხედან“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
სუსანა - გ. ერისთავი „უჩინმაჩინის ქუდი“, რეჟ. გ. კაპანაძე
კაროჟნა, ნატალია - დ. კლდიაშვილი „აზნაურები?!“, რეჟ. გ. კაპანაძე
ოქსანა - ნ. დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რეჟ. გ. კაპანაძე
ანა ყიფიანი - დ. ტურაშვილი „მატარებელი“, რეჟ. გ. კაპანაძე
ანნა - ევ. შვარცი „კონკია“, რეჟ. ლ. გოგნიაშვილი
თეკლა - მ. ჯავახიშვილი „ჯაყო“, რეჟ. გ. კაპანაძე
ყვავი - ევ. შვარცი „თოვლის დედოფალი“, რეჟ. ლ. თაბაგარი
ვერა - მ. ჯავახიშვილი „კვაჭი“, რეჟ. გ. კაპანაძე
გაიანე - ყ. საიდის "ალი და ნინო", რეჟ. გ. კაპანაძე
ლეილა - დ. ისაბეკოვი "მსახიობი ქალი", რეჟ. გ. კაპანაძე
- ლ. ალიევა "საწუთრო სიზმარივით ილევა", რეჟ. გ. კაპანაძე
მარო - "მარო მაყაშვილის დღიური", რეჟ. გ. კაპანაძე
მელა - ვ. ორლოვი "ოქროს წიწილა", რეჟ. ი. ფოფხაძე
გიუნეში - ა. მ. ეფენდი "შურისძიება", რეჟ. გ. კაპანაძე
ჯილდოები:
2017 წ. - ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელობის სიგელი
2025 წ. - სოფიკო ჭიაურელის სახელობის სიგელი