მაკა გელაძე (მარინა ჩაჩუა)

მაკა გელაძე (მარინა ჩაჩუა) მსახიობი

მაკა გელაძე (მარინა ჩაჩუა) დაიბადა 1966 წლის 20 აგვისტოს.

1989 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამისა და კინოს სამხსახიობო ფაკულტეტი.

1983 წლიდან დღემდე მუშაობს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად.

ცხინვალის თეატრში განხორციელებული როლები:

კამარი; მაცაცო - შ. შამანაძე „ღია შუშაბანდი“, რეჟ. დ. ელიოზიშვილი

ცეკვის მასწავლებელი - ა. გეწაძე „მე გავქვავდები ქანდაკებად“, რეჟ. უ. მინდიაშვილი

კატო - ლ. როსება „პრემიერა“, რეჟ. უ. მინდიაშვილი

მაია წყნეთელი - ვ. კანდელაკი  „მაია წყნეთელი“, რეჟ. გ. რატიანი

მოტირალი ქალი - დ. გაჩეჩილაძე „ბახტრიონი“, რეჟ. ლ. პაქსაშვილი

გაიანე - სუმბათაშვილ-იუჟინი „ღალატი“, რეჟ. გ. გაბილაია

ქეთო - რ. გაბრიაძე „მარშალ დეფანტიეს ბრილიანტი“, რეჟ. თ. მარჯანიშვილი

ჯადოსნური ფოთოლი - ალ. ქოქრაშვილი „საახალწლო ზღაპარი, რეჟ. გ. გაბილაია

კანიბალიკო - ალ. ქოქრაშვილი „სამი ძმის კოშკი“, რეჟ. გ. გაბილაია

ბეტი - ბ. ტომასი „ჩარლის დეიდა“, რეჟ. გ. გაბილაია

ჟოზე - ო. იოსელიანი  „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი

უკვდავების მზეთუნახავი - გ. ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი

სენიორა ტეპანი - ფ. არაბალი „სადილი ქალაქგარეთ“, რეჟ. გ. ოსეფაშვილი

დედა - ნ. ლორთქიფანიძე „გუშინწინ, გუშინ, დღეს“, (აკ. წერეთლის მიხ.), რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე

ლულუ - ალ. კასონა „მესამე სიტყვა“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე

დირექტორი - რ. მამულაშვილი „მერხებზე ანგელოზები სხედან“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი

პელაგია - დ. კლდიაშვილი „აზნაურები?!“, რეჟ. გ. კაპანაძე

მარგო - ნ. დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რეჟ. გ. კაპანაძე

კახელი ქალი - დ. ტურაშვილი „მატარებელი“, რეჟ. გ. კაპანაძე

ქალბატონი მონტეგი - შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“, რეჟ. გ. სავანელი

მარუსია ვოლკოვა; ლოხტინის ქვრივი - მ. ჯავახიშვილი „კვაჭი“, რეჟ. გ. კაპანაძე

მარო - "მარო მაყაშვილის დღიური", რეჟ. გ. კაპანაძე

მზეხა - ა. მ. ეფენდი "შურისძიება", რეჟ. გ. კაპანაძე

 ჯილდოები:

2000 წ. ღირსების მედალი

2017 წ. ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელობის სიგელი

2025 წ. სესილია თაყაიშვილის სახელობის სიგელი