მამუკა ტაბატაძე დაიბადა 1972 წლის 9 დეკემბერს. 1993 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამისა და კინოს სამხსახიობო ფაკულტეტი.
1991 წლიდან დღემდე მუშაობს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად.
ცხინვალის თეატრში განხორციელებული როლები:
დათო - სუმბათაშვილ-იუჟინი „ღალატი“, რეჟ. გ. გაბილაია
კოტე - რ. გაბრიაძე „მარშალ დეფანტიეს ბრილიანტი“, რეჟ. თ. მარჯანიშვილი
მეორღანე სტუდენტი - რ. ასკონა „ჯალათი“, რეჟ. ზ. სიხარულიძე
თხაბერიკა - მ. ელიოზიშვილი „ბერიკონი“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
მორბენალი - ალ. ქოქრაშვილი „სამი ძმის კოშკი“, რეჟ. გ. გაბილაია
კომბლე, სასიძო - გ. ნახუცრიშვილი „კომბლე“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
ჩარლი - ბ. ტომასი „ჩარლის დეიდა“, რეჟ. გ. გაბილაია
დათვი - გ. ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
ხორენა - თ. აბულაშვილი „დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში“, რეჟ. გ. შალუტაშვილი
შეშისმჭრელის მეზობელი, კეთროვანი - ო. უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე
თემური - ე. თედიაშვილი „ანტრაქტი“, რეჟ. მ. ასლამაზიშვილი
ვლადი - ზ. მეტრეველი „საყდრის ჩიტები“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
ოსიკო - დ. კლდიაშვილი „აზნაურები?!“, რეჟ. გ. კაპანაძე
მემანქანე - დ. ტურაშვილი „მატარებელი“, რეჟ. გ. კაპანაძე
ჯილდოები:
2017 წ. - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სიგელი.