ვაჟა ციცილოშვილი დაიბადა 1956 წლის 17 იანვარს.
1979 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2008 წლიდან დღემდე მუშაობს ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახ. პროფ. სახელმწიფო
დრამატულ თეატრში.
ცხინვალის თეატრში განხორციელებული როლები:
თეიმურაზი - ზ. მეტრეველი „საყდრის ჩიტები“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
სენიორ როლდანი- ალ. კასონა „მესამე სიტყვა“, რეჟ. ნ.ლორთქიფანიძე
მამა - რ.მამულაშვილი „მერხებზე ანგელოზები სხედან“, რეჟ .თ.ხიზანიშვილი
დარისპანი - დ.კლდიაშვილი „აზნაურები?!“, რეჟ. გ. კაპანაძე
ილარიონი - ნ. დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რეჟ. გ. კაპანაძე
ვაჩნაძე - დ.ტურაშვილი „მატარებელი”, რეჟ. გ. კაპანაძე
მეტყევე - ე. შვარცი „ კონკია“ , რეჟ. ლ. გოგნიაშვილი
ივანე - მ.ჯავახიშვილი „ჯაყო“, რეჟ. გ. კაპანაძე
კაპულეტი - შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“, რეჟ. გ. სავანელი
სილიბისტრო - მ. ჯავახიშვილი “კვაჭი”, რეჟ. გ. კაპანაძე
მგელი - ვ. ორლოვი "ოქროს წიწილა", რეჟ. ი. ფოფხაძე
გადილა - ა. მ. ეფენდი "შურისძიება", რეჟ. გ. კაპანაძე
ჯილდოები:
2017 წ. - ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრიზი
2025 წ. - გურამ საღარაძის სახელობის პრიზი