2023 წლის 11 მარტს, ცხინვალის მაჩაბლის თეატრი გაემგზავრა ინდოეთში, "ქართული თეატრის კვირეული ინდოეთში" მონაწილეობის მისაღებად. 15 მარტს, ქალაქ აგრაში წარმოადგინა სპექტაკლი "სამხეცე!", (რეჟისორი - გოჩა კაპანაძე). 16 მარტს, სპექტაკლი "სამხეცე!" გაიმართა ქალაქ ჯაიპურში, "ქართული თეატრის კვირეული ინდოეთში" ფარგლებში. სპექტაკლებს დაესწრო ინდოელი მაყურებელი. ადგილობრივ პრესაში გაშუქდა და დადებითად შეფასდა ცხინვალის თეატრის სპექტაკლი.