2024 წლის 23 მაისს, ცხინვალის მაჩაბლის თეატრი გაემგზავრა საფრანგეთში, პარიზში, "ლევილის ქართულ ფესტივალში" მონაწილეობის მისაღებად. 24 მაისს, გაიმართა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური“ ლევილის ქართულ მამულში. (რეჟისორი - გოჩა კაპანაძე). მეორე სპექტაკლი "მარო მაყაშვილის დღიური" გაიმართა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე აქ პირველად აღინიშნა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით. სპექტაკლს ესწრებოდნენ ქართველი ემიგრანტები, ფრანგი და სხვა უცხოელი სტუმრები.