ცხინვალის თეატრი საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში, სპექტაკლი "მატარებელი", 2023 წელი

ცხინვალის თეატრი საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში, სპექტაკლი "მატარებელი", 2023 წელი
18 თებერვალი 2026

2023 წლის 11 აგვისტოს ცხინვალის ივანე მაჩაბლის თეატრი გაემგზავრა საფრანგეთში, პარიზში, "ლევილის ქართულ ფესტივალში" მონაწილეობის მისაღებად. 12 აგვისტოს, ლევილის ქართულ მამულში  ჯერ  ქართული კამერული გუნდის წევრებმა, სიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, საეკლესიო საგალობლებით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. შემდეგ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მატარებელი“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე). ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი ემიგრანტები, ფრანგი და სხვა უცხოელი სტუმრები.