2022 წლის 12 – 18 ოქტომბერს ცხინვალის თეატრი იმყოფებოდა ყაზახეთის ქალაქ ალმათში, II საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, - „ისაბეკოვის სამყარო“, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ყაზახი მწერლის, დულატ ისაბეკოვის 80 წლის იუბილეს. სწორედ დულატ ისაბეკოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით, „მსახიობი ქალი“, წარსდგა ცხინვალის თეატრი ყაზახი მაყურებლის წინაშე, 15 ოქტომბერს, ალმათის ეროვნული თეატრის სცენაზე. ეს იყო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება ფესტივალზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თეატრები ყაზახეთიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და ავსტრალიიდან. ცხინვალის თეატრის სპექტაკლმა გაიმარჯვა ორ ნომინაციაში. პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა რეჟისორ გოჩა კაპანაძეს და ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა მსახიობ ლელა მახნიაშვილს.