2014 წლის 24 სექტემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე წარმატებით შედგა პრემიერა ცხინვალის თეატრის სპექტაკლის, - „ჯაყო“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე. კოკისპირული წვიმის მიუხედავად, დარბაზი სავსე იყო მაყურებლით, რომელიც გულწრფელი აპლოდისმენტებით და ოვაციებით შეხვდა დასს. მეორე დღეს, 25 სექტემბერს, სპექტაკლის „ჯაყო“ პრემიერა კვლავაც წარმატებული იყო ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე.