მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
ობოლი ბიჭი, ზურიკელა ვაშალომიძე, გურიის სოფელში ცხოვრობს ოლღა ბებიასთან. მათ განუყრელი მეგობრობა აკავშირებთ მუდმივად მოპაექრე მეზობლებთან, ილიკოსა და ილარიონთან. ომისა და გაჭირვების მიუხედავად, ეს ადამიანები დუმბაძისეული განუმეორებელი იუმორით უყურებენ ცხოვრებას. იუმორში ხდება ზურიკელას პირველი ლექსის, პირველი სასიყვარულო ბარათის განხილვა, უმაღლესი სასწავლებელის არჩევის და ქალაქში გაცილების ამბავი.... თუმცა იუმორს თან ახლავს დიდი სევდაც...
გარდა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისა“, სპექტაკლში წარმოდგენილია ეპიზოდები ნ. დუმბაძის სხვა ნაწარმოებებიდანაც: „მე ვხედავ მზეს“, „მარადისობის კანონი“, „ბოშები“, „ნუ გააღვიძებთ“.
ავტორი: ნოდარ დუმბაძე
რეჟისორი: გოჩა კაპანაძე
მხატვარი: ქეთევან ციციშვილი
მუსიკალური გაფორმება: ნანი ნემსიწვერიძის
ქორეოგრაფი: ნინა მახათელი
რეჟისორის თანაშემწე: ლელა როსტომაშვილი
მსახიობები:
ზურიკო – რამაზ ხომასურიძე
ოლღა – ლელა მახნიაშვილი
ილიკო – მამუკა პავლიაშვილი
ილარიონი – ვაჟა ციცილოშვილი
ჯოკონდა – დალი დოიჯაშვილი
რომული – ცოტნე მეტონიძე
ბეგლარა – მევლუდ სამადალაშვილი
აკვირინე – ციალა გიგაური
ნინა – ნელი სალამაძე
ცუცა – თამარ გოგიძე
ქსენია – ლია ბერიაშვილი
დათიკო – რევაზ გიორგობიანი
მაშიკო – ანა ხურციძე
ოქსანა – მადონა ტეხური
დეიდა მართა – ანა ხურციძე
მარგო – მაკა გელაძე
ქოფაკა – გიორგი მთავრიშვილი
ბერძენა – ცოტნე მეტონიძე
კოკა – რევაზ გიორგობიანი
პატარა ბოშა – მარიამ რევაზიშვილი