დალი დოიჯაშვილი დაიბადა 1960 წლის 5 იანვარს.
1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი.
1989 წლიდან დღემდე მუშაობს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად.
ცხინვალის თეატრში განხორციელებული როლები:
ლელა - დ. გაჩეჩილაძე „ბახტრიონი“, რეჟ. ლ. პაქსაშვილი
გლეხის ქალი - ვ. კანდელაკი „მაია წყნეთელი“, რეჟ. გ. რატიანი
ადა - ლ. როსება „პრემიერა“, რეჟ. უ. მინდიაშვილი
პეპელა - გ. ნახუცრიშვილი „კომბლე“, რეჟ. გ. კიტია, თ. ხიზანიშვილი
ბურატინო - ალ. ქოქრაშვილი „საახალწლო ზღაპარი“,რეჟ. გ. გაბილაია
შუჰურაზადა - ალ. ქოქრაშვილი „სამი ძმის კოშკი“, რეჟ. გ. გაბილაია
ია - ო. იოსელიანი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
ცოლი - ფ. გ. ლორკა „სისხლიანი ქორწილი“, რეჟ. გ. გაბილაია
მელია - გ. ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
კვირისტინე - თ. აბულაშვილი „დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში“, რეჟ. გ. შალუტაშვილი
ნინო - ე. თედიაშვილი „ანტრაქტი“, რეჟ. მ. ასლამაზიშვილი
ცოლი - ნ. ლორთქიფანიძე „გუშინწინ, გუშინ, დღეს“ აკ. წერეთლის მიხ. რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე
მთხრობელი - ო. უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე (ამ სპექტაკლის სიმღერების ავტორიცაა)
მარიამი - რ. მამულაშვილი „მერხებზე ანგელოზები სხედან“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი
პელაგია - დ. კლდიაშვილი „აზნაურები?!“, რეჟ. გ. კაპანაძე
ჯოკონდა; ნინა - ნ. დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რეჟ. გ. კაპანაძე
ჯიჯიხია - დ. ტურაშვილი „მატარებელი“, რეჟ. გ. კაპანაძე
ნინა - მ. ჯავახიშვილი „ჯაყო“, რეჟ. გ. კაპანაძე
პუპი - მ. ჯავახიშვილი „კვაჭი“, რეჟ. გ. კაპანაძე
ყვავების დედოფალი; ბებია - ევ. შვარცი „თოვლის დედოფალი“, რეჟ. ლ. თაბაგარი
მარო - "მარო მაყაშვილის დღიური", რეჟ. გ. კაპანაძე
ნარგიზი - დ. ისაბეკოვი - "მსახიობი ქალი", რეჟ. გ. კაპანაძე
- ლ. ალიევა "საწუთრო სიზმარივით ილევა", რეჟ. გ. კაპანაძე
თამარი - ა. მ. ეფენდი "შურისძიება", რეჟ. გ. კაპანაძე
ჯილდოები:
1982 წ. – II საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი
2000 წ. ღირსების მედალი
2017 წ. ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელობის სიგელი
2025 წ. სესილია თაყაიშვილის სახელობის სიგელი