გიორგი მთავრიშვილი

გიორგი მთავრიშვილი მსახიობი

 

გიორგი მთავრიშვილი დაიბადა 1975 წლის 18 დეკემბერს.

1996 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს ფაკულტეტი.

2003 წლიდან დღემდე მუშაობს ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახ. პროფ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

ცხინვალის თეატრში განხორციელებული როლები:

ძმა- ი. სამსონაძე „ხილვები გზაგასაყართან“, რეჟ. ალ. ქანთარია

ჭინჭრაქა- გ. ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი

დიმა- ე. თედიაშვილი „ანტრაქტი“, რეჟ. მ. ასლამაზიშვილი

იაგო- ა. ქოქრაშვილი „ოტელო და ევა“, რეჟ. მ. ასლამაზიშვილი

სეფო- ფ. არბალი „სადილი ქალაქგარეთ“, რეჟ. გ. ოსეფაშვილი

შვილი- ნ. ლორთქიფანიძე „გუშინწინ, გუშინ, დღეს“, (ა. წერეთლის მიხ.), რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე

ჰულიო როლდანი- ალ. კასონა „მესამე სიტყვა“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე

ვარსკვლავბიჭუნა- ო. უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე

გურამი- რ. მამულაშვილი „მერხებზე ანგელოზები სხედან“, რეჟ. თ. ხიზანიშვილი

ივანე- გ. ერისთავი „უჩინმაჩინის ქუდი“, რეჟ. გ. კაპანაძე

ქოფაკა- ნ დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რეჟ. გ. კაპანაძე

ქემოკლიძე- დ. ტურაშვილი „მატარებელი“, რეჟ. გ. კაპანაძე

უფლისწული- ევ. შვარცი „კონკია“, რეჟ. ლ. გოგნიაშვილი

კარაბინერი, მეაფთიაქე - შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“, რეჟ. გ. სავანელი

აშორდია- მ. ჯავახიშვილი „კვაჭი“, რეჟ. გ. კაპანაძე

ლაზარევი - ა. მ. ეფენდი "შურისძიება", რეჟ. გ. კაპანაძე

 ჯილდოები:

2017 წ. - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სიგელი

2025 წ. - გიორგი გეგეჭკორის სახელობის სიგელი